„სამტრედიას“ სასწაული თუ უშველის - „სამგურალმა“ მშვიდი ბოლო ტურები გაინაღდა #1TVSPORT
„სამტრედიას“ სასწაული თუ უშველის - „სამგურალმა“ მშვიდი ბოლო ტურები გაინაღდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ერთ-ერთი ბოლო შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. თუმცა, მასპინძლებისთვის თამაში დამაიმედებლად დაიწყო.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კის „სამტრედია“ გიგი იოსელიანმა 58-ე წუთზე დააწინაურა. მატჩის გმირი „სამგურალის“ თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე იყო, რომელმაც 71–ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „სამგურალმა“ 2:1 მოიგო.

33 ტურის შემდეგ „სამგურალი“ 40 ქულით მე-6 ადგილზეა და რეალურად, ვერც ევროსაგზურისთვის იბრძოლებს და ლიგაშიც ადგილს აღარ დაკარგავს. ხოლო „სამტრედიას“ (20) ეროვნულ ლიგის პლეიოფში მონაწილეობის მხოლოდ მიზერული შანსი დარჩა, რადგან „შუქურა“ (27) ისევ მე-9 პოზიციაზეა და დარჩენილ 3 ტურში „სამტრედიამ“ ყველა მატჩი უნდა მოიგოს, ხოლო ქობულეთელებმა სამივე უნდა წააგონ, რაც ძალიან რთული წარმოსადგენია.