„სამტრედიას“ პორტუგალიელი ლეგიონერი - ძალიან რთულია, 18 საათს ჯდომაში ან წოლაში ვატარებთ
„სამტრედიას“ პორტუგალიელი ლეგიონერი - ძალიან რთულია, 18 საათს ჯდომაში ან წოლაში ვატარებთ

„უკვე ერთ თვეზე მეტია, საქართველოში ვიმყოფები. ვცდილობ, კარანტინის დროს ფორმა შევინარჩუნო. დილით და შუადღეს ვივარჯიშო, ოჯახის წევრებს ვესაუბრები. საღამოს ფილმებს ვუყურებ და ველოდები, როდის მოვა ძილის დრო“, – ამბობს პოპულარულ პორტუგალიურ გამოცემა ZeroZero-სთან ინტერვიუში რიკარდო ფერეირა.

„სამტრედიას“ პორტუგალიელი ლეგიონერი არ მალავს, რომ უცხო ქვეყანაში ძალიან გაუიჭირდა: „ვტკბები ვარჯიშით და ვუყურებ „ნეთფლიქსს“. დილის ვარჯიშის შემდეგ სერიალებს ვუყურებ, საღამოს კი ფილმებს. დიდი ხნით სახლში ყოფნა ძალიან რთულია. არც მახსენდება, ასეთი რთული პერიოდი, როდის მქონდა. წარმოიდგინეთ, 18 საათს ჯდომაში ან წოლაში ვატარებთ“.

რიკარდო ფერეირამ კომენტარი სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა: „ეს ყველაფერი რთული გადასატანია, რადგან ახალგაზრდა ვარ, საზღვარგარეთ ცხოვრება პირველად მიწევს, თანაც მარტო ვარ, თუმცა ჩემი გული პორტუგალიაშია. ვხედავ, რომ იქ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, რაზეც ძალიან ვწუხვარ. საქართველოში კი მკაცრი ზომები მიიღეს. მაღაზიაში შესვლისას კი ხელთათმანს გაძლევენ და სადეზინფექციო ხსნარს გასხამენ. საქართველოში არსებული ვითარება არაფერია იმასთან შედარებით, რაც პორტუგალიაში ხდება“.