„სამტრედიას“ პირველი მოგება
„სამტრედიას“ პირველი მოგება
„სამტრედიამ“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში პირველი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ გულშემატკივრები მეორე ტურშიც ვერ გაახარა.
 
იმერული დერბი სამტერდიას ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვეედრა სანახაობრივი ვერ გამოდგა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მე-13 წუთზე, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სამტრედიელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა გამოიყენა 1:0.
მეორე ტაიმში მასპინძელთა ყველა მცდელობა, უპირატესობა გაეზარდათ, უშედეგო გამოდგა. მატჩის მიწურულს ქუთაისელებმა მთელი გუნდით შეუტიეს და ანგარიშის გათანაბრება სცადეს, მაგრამ „სამტრედიას“ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ, კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა 1:0 მოიგეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ქუთაისელები ორი მატჩის შემდეგ ისევ უქულოდ არიან და ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.