„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი გადადგა
„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი გადადგა

„სამტრედია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა გუნდი კახა კაჭარავამ დატოვა – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„კახა კაჭარავამ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. შეგახსენებთ, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში კლუბმა საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“, მთელი შემადგენლობით, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში,“ – წერია კლუბის განცხადებაში.

კახა კაჭარავას შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალის მატჩის შედეგის გამო გადადგა – „სამტრედია“ მოულოდნელად მესამე ლიგის „თბილისი სითისთან“ 2:3 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ მთავარი მწვრთნელი ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებიდან მხოლოდ გორის „დილაში” არ შეუცვლიათ… არ შეცვლილა ცხრის ქვედა საფეხურზე მდგომ გუნდებშიც – საჩხერის „ჩიხურაში“, „მერანში“, ქუთაისის „ტორპედოში” და „თელავში”.