„სამტრედიას“ ფეხბურთელი ნიკა საბანაძე ირანში გადავიდა
„სამტრედიას“ ფეხბურთელი ნიკა საბანაძე ირანში გადავიდა

ნიკა საბანაძე ირანში გადავიდა

„სამტრედიას“ ფეხბურთელს, ნიკა საბანაძეს დეკემბერში გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და ირანში წავიდა.

26 წლის თავდამსხმელის ახალი კლუბი ირანის გულფ პრო ლიგის (უმაღლესი ლიგა) ”სიაჰ ჯამეგანია”, რომელიც 18 ტურში მოპოვებული 13 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება.

საბანაძემ 2017 წელი ჯერ ქუთაისის ”ტორპედოში” დაიწყო, მეორე ნახევარი კი ”სამტრედიაში” დაასრულა და 30 შეხვედრიდან 11 გოლი გაიტანა.