„სამტრედიას“ ფეხბურთელი დაინფიცირებულ მშობლებზე დარდობს - საქართველო იმაზე განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე მეგონა
„სამტრედიას“ ფეხბურთელი დაინფიცირებულ მშობლებზე დარდობს - საქართველო იმაზე განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე მეგონა

პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა „ას“-მა ინტერვიუ „სამტრედიას“ ესპანელ ნახევარმცველს, დიეგო დიზს ჩამოართვა, რომლის მშობლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

„მშობლებთან მხოლოდ ვიდეო-ზარით ვკონტაქტობ, რადგან ესპანეთში წასვლა არ შემეძლო – 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გამევლო და შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას დამთხვეოდა. ახლა მამაჩემი თავს კარგად გრძნობს, დედაჩემი კი კვლავ დაინფიცირებულია. საქართველოში კიდევ ერთი ესპანელი – ხოსე პერალესი თამაშობს. ჩემგან განსხვავებით, მან ესპანეთში წასვლა არჩია,“ – განაცხადა მან.

დიეგო დიზმა საქართველოში გადასვლის მიზეზებზეც ილაპარაკა – „ეს აგენტმა მირჩია, რაზეც დავინტერესდი. ქართული კულტურა სხვებისგან სრულიად განსხვავებულია, რითიც გაკვირვებული ვარ. საქართველო იმაზე განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე მეგონა. განსაკუთრებით, თბილისი, რომელიც ნამდვილი ევროპული ქალაქია. მათი ფეხბურთელები ტექნიკური თამაშით გამოირჩევიან. საქართველოში ფეხბურთი ისლანდიელებზე მეტადაც უყვართ. აქ ტაქსის მძღოლებიც ფეხბურთზე მესაუბრებიან“.