„სამტრედიას“ ერთ-ერთი ლიდერი „დილაში“ გადავიდა
„სამტრედიას“ ერთ-ერთი ლიდერი „დილაში“ გადავიდა

დავით რაჟამაშვილი გორის „დილაში“ ითამაშებს. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი „სამტრედიას” ერთ-ერთი ლიდერი „დილაში“ დღეს ჩაირიცხა.

რაჟამაშვილი გორელია და მშობლიური ქალაქის გუნდში 2010-2012 და 2013-2014 წლებშიც თამაშობდა. 2015 წლიდან, შემტევი ნახევარმცველი ”სამტრედიაში” გადავიდა და გია ცეცაძის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. დასრულებულ სეზონში, 29 წლის ფეხბურთელმა ”სამტრედიაში” 34 შეხვედრა ჩაატარა – მან 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დავით რაჟამაშვილმა „დილასთან“ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა – ის გორის გუნდის მაისურით მინიმუმ ერთი სეზონი ითამაშებს.