„სამტრედიამ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა - გუნდი გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
„სამტრედიამ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა - გუნდი გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT

სანაკრებო მატჩებით და მსოფლიო ჩემპოიონატით გამოწვეული პაუზის დროს „სამტრედიამ“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა „ვიტ ჯორჯიასთან“ და დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.

ეროვნული ლიგ 2-ის ერთ-ერთი ლიდერი ტესტ-მატჩში „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. სამტრედიელებიდან ორივე გოლი კამერუნელმა თავდამსხმელმა სირილ ჩამბამ გაიტანა.

„სამტრედიამ“ ამ მატჩით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადება გააგრძელა – გიორგი შაშიაშვილის გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში კონკურენტს, მარტვილის „მერანს“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ უმასპინძლებს.

ამ მატჩის მოგება „სამტრედიას“ (42 ქულა) ჰაერივით სჭირდება, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორეადგილოსან „სპაერს“ (45) რომ დაეწიოს და ამავე დროს, მარტვილის „მერანს“ (39) ეროვნული ლიგისთვის ბრძოლას ჩამოაშორებს.