„სამტრედია“ თურქეთში გაემზავრა და მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით ანტალიაში ემზადება, სადაც ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
აშვეთია მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა და ახალი სეზონის დაწყებამდე მზადება თბილისში დაიწყო, 15 თებერვლიდან კი „სამტრედია“ 2-კვირიან შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმყოფება.
გუნდში დიდი საკადრო ცვლილებებია. „სამტრედია“ 16-მა მოთამაშემ დატოვა და ბევრი ახალწვეულიცაა. მათ შორის არის 26 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ერიკ ბარიოსი, რომელიც „სამტრედიაში“ გასულ სეზონშიც თამაშობდა და გუნდის დატოვება სურდა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა.
„სამტრედიამ“ ამხანაგური მატჩები დაგეგმა. გუნდი თურქულ შეკრებაზე ოთხ შეხვედრას გამართავს, ყველა მეტოქე აზიის ქვეყნებიდანაა:
18 თებერვალი – „ბუხორო“ (უზბეკეთი);
21 თებერვალი – „ელმაი“ (ყაზახეთი);
24 თებერვალი – „ბუნიოდკორი“ (უზბეკეთი);
27 თებერვალი – „ვახში“ (ტაჯიკეთი).