„სამტრედიამ“ „ტორპედოს“ შანსი არ დაუტოვა - ხორვატმა პრელჩეცმა ​ჰეთ-თრიქი შეასრულა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ „ტორპედოს“ შანსი არ დაუტოვა - ხორვატმა პრელჩეცმა ​ჰეთ-თრიქი შეასრულა #1TVSPORT

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიამ“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და სანახაობრივ და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა მოიპოვა.

მეტოქეებმა ბევრი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. პირველად შანსით მე-15 წუთზე ქუთაისელებმა ისარგებლეს. სწრაფი კონტრშეტევა გოლით მეჰდი ბუკასიმ დააგვირგვინა – 1:0.

მასპინძლებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს. 22-ე წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ მათე კვირკვიამ კარის აღება სცადა – თავური როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ ბურთს „სამტრედიას“ ხორვატმა თავდამსხმელმა ნიკოლა პრელჩეცმა მიუსწრო და ანგარიში გაათანაბრა. 35-ე წუთზე არაბიძე-კვირკვიას წამოწყებული შეტევა პრელჩეცმა დააგვირგვინა და დუბლი შეასრულა 2:1.

შესვენების შემდეგ ქუთაისელები მდგომარეობის გამოსწორებას და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს – 68-ე წუთზე მათე კვირკვიამ გაიტანა, ხოლო 76-ე წუთზე ნიკოლა პრელჩეცნმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საბოლოოდ, „სამტრედიამ“ 4:1 მოიგო. ცხრილის ქვეადა ნაწილში მდგომარეობა დაიძაბა: 25 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ 25 ქულა აქვს, ისევე როგორც „თელავს“. ისინი მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწლებენ. ხოლო მეათეზე „სამტრედიაა“ (16 ქულა), რომელმაც მეცხრეადგილოსან ქობულეთის „შუქურასთან“ (21) სხვაობა შეამცირა.

დატოვე კომენტარი