„სამტრედიამ“ შეკრება მოგებით დაასრულა
„სამტრედიამ“ შეკრება მოგებით დაასრულა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანმა „სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ყირგიზეთის ჩემპიონ ოშის „ალაისთან“ ჩაატარა.

დაძაბულ შეხვედრაში სამტრედიელთა ფორმით პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა უჩა ლობჟანიძემ. უპირატესობის მიუხედავად, მეტოქე გაქცევის საშუალებას არ აძლევდა და ორჯერ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა.

სამტრედიადან“ გოლები გაიტანეს დავით კირკიტაძემ, რომან ჩაჩუამ, ინტერს გიიმ და გუნდის ახალწვეულმა ვინსენტ ლუკას ვეილმა.

„სამტრედია“: მიგინეიშვილი, ნდონგი, ფატიჩი, ახალაძე, დაუშვილი, განუგრავა, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი, კირკიტაძე, გი, მაიკლი.

შეცვლაზე: სტურუა, ლობჯანიძე, კერძევაძე, ოლხოვი, მანჯგალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, გიორბელიძე, აღდგომელაშვილი, ვეილი, ხაჩიძე.

ამ საკონტროლო მატჩით „სამტრედიამ“ თურქული შეკრება დაასრულა და საქართველოში დაბრუნდება, ეროვნული ლიგისთვის მზადებას კი 26 თებერვლიდან თბილისში გააგრძელებს.