ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანმა „სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილები ბოსნია-ჰერცოგოვინის დობოის „მლადოსტს“ შეხვდნენ და 0:2 წააგეს.
ანგარიში მე-10 წუთზე ბოსნიელებმა გახსნეს, რომლებმაც ხუთ წუთში სამტრედიელთა კარი კიდევ ერთხელ აიღეს და „მლადოსტმა“ 2:0 გაიმარჯვა.
„სამტრედია”: მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, ახალაძე, განუგრავა, ვეილი, ერისთავი, კირკიტაძე, გიი, ოლაიტანი.
შეცვლაზე: სტურუა, დ. მანჯგალაძე, ჩაჩუა, ნინუა, მესიაჩენკო, ბურკაძე, აღდგომელაშვილი, გიორბელიძე, ოლხოვი, კერძევაძე, დოლიძე, ხაჩიძე.
ეს თურქულ შეკრებაზე „სამტრედიას” მეორე შეხვედრა იყო. 27 იანვარს იმერული გუნდი ყაზახურ „ორდაბასთან” დამარცხდა – 1:3.