”სამტრედიამ” გასვლაზე ”ლოკომოტივი” დაამარცხა
”სამტრედიამ” გასვლაზე ”ლოკომოტივი” დაამარცხა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და დამარცხდა.

განახლებულმა “ლოკომოტივმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყო. მაგრამ სამტრედიელებმა მალე მეტოქის შეტევები შეაჩერეს, მე-13 წუთზე კი გიორგი ერისთავმა ანგარიში საჯარიმო დარტყმიდან გატანილი ლამაზი გოლით გახსნა 0:1.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 50-ე წუთზე საჯარიმოში ვატო არველაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თემურ შონიამ გოლად აქცია 1:1.

სტუმრებმა მდგომარეობა მაინც გამოასწორეს, მთელი ძალებით შეუტიეს და 69-ე წუთზე მაიკლ ოლაიტანმა “სამტრედია” ისევ დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – ”სამტრედიამ” მოიგო 1:2.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება: ”დინამო თბილისი” 18:00 საათზე ”დინამო არენაზე” ”რუსთავს” უმასპინძლებს, ხოლო ”მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე ”საბურთალო” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდება.