„სამტრედიამ“ „არაგვთან“ ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ „არაგვთან“ ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო და პირველი საკონტროლო მატჩი ლიგა 2-ის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ კლუბთან, „არაგვთან“ 2:2 დაასრულა.

„სამტრედიამ“ შეკრება ეროვნული ლიგის გუნდებიდან ყველაზე გვიან დაიწყო და შესაბამისად, პირველი ამხანაგური მატჩიც ყველაზე გვიან გამართა. „არაგვისთვის“ კი ეს მეოთხე სპარინგ-მატჩი გახლდათ.

„ინტერი საქართველოს“ აკადემიის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში „სამტრედიის“ რიგებიდან გოლები ლევან ხმალაძემ და ვანო ჩარგეიშვილმა გაიტანეს, ხოლო „არაგვში“ – დავით მაისაშვილმა და თენგიზ ბრეგვაძემ, რომელმაც „ლოკომოტივთან“ წინა შეხვედრაში დუბლი მიითვალა.

შემდეგ ამხანაგურ მატჩს „სამტრედია“ 17 თებერვალს, 19:00 საათზე „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.