„სამტრედიამ“ ამხანაგურ მატჩში რვა გოლი გაიტანა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ამხანაგურ მატჩში რვა გოლი გაიტანა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის დროს ეროვნული ლიგის ბინადარმა „სამტრედიამ“ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ერთი მოიგო, ერთიც წააგო.

პირველი შეხვედრა „სამტრედიამ“ „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. თავი ინჯგიამ და ნაჭყებიამ გამოიჩინეს, მაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

„სამტრედია“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:3

„სამტრედია“: ლომიძე, იოსელიანი, კამლაძე, მირცხულავა, ბოჭორიშვილი, ზარიძე, ექვთიმიშვილი, ლაღაძე, კირკიტაძე, პაპუნაშვილი, ინჯგია.

შეცვლაზე შევიდნენ: უბილავა, კორიფაძე, კილასონია, ხაიბულაევი, ხმალაძე, ნაჭყებია, თევზაძე, რობაქიძე, ჩამბა.

ჩემპიონატის განახლებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი სამტრედიულმა გუნდმა თბილისის „მერანთან“ გამართა და არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა მეტოქე – 8:4. აღსანიშნავია, რომ ინჯგიამ ამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, თითო-თითო გოლი კი რობაქიძის, მირცხულავას, ჩამბასა და კირკიტაძის ანგარიშზეა.

„სამტრედია“ – „მერანი“ თბილისი 8:4

„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, უბილავა, მირცხულავა, კილასონია, კორიფაძე, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, რობაქიძე, ინჯგია, ნაჭყებია, ჩამბა.

შეცვლაზე შევიდნენ: ლომიძე, იოსელიანი, კამლაძე, თევზაძე, პაპუნაშვილი, ლაღაძე, კირკიტაძე.