„სამტრედიამ“ ახალწვეულები წარადგინა - დიმიტარ კაპინკოვსკიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ახალწვეულები წარადგინა - დიმიტარ კაპინკოვსკიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„სამტრედია“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდში არიან ახალწვეულები, რომელთა შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გუნდი დატოვეს რეზო ლომიძემ, სტრაჰინია პავიშიჩმა, ალექსანდრ მიშოვმა, დათო კირკიტაძემ, მატეო ოლატუნჯიმ, ტანდინა მაჰარაფამ, ჯუბა დვალიშვილმა, ილია ახვლედიანმა, საბა ფირანაშვილმა, აბდულა ხაიბულაევმა და თორნიკე ახვლედიანმა.

დიმიტარ კაპინკოვსკიმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონშიც „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელი იქნება. მასთან ერთად იმუშავებს ფიზმომზადების ჩრდილოეთმაკედონიელი მწვრთნელი ანტონიო ბოშესკი.

ცნობილი გახდა ახალწვეულების ვინაობა – გუნდში კარიერას გააგრძელებს ომრან ჰაიდარი, რომელიც „სამტრედიას“ „ტორპედოდან“ იჯარით შეუერთდა. „სამტრედიის“ ფეხბურთელი გახდა ჩრდილოეთმაკედონიელი მარჯვენა მცველი ფილიპ ბოშკოვსკი, რომელიც ბოლოს „რაბოტნიჩკიში“ თამაშობდა.