„სამტრედია“ უმწვრთნელოდ დარჩა - ცეცაძემ გუნდი დატოვა #1TVSPORT
„სამტრედია“ უმწვრთნელოდ დარჩა - ცეცაძემ გუნდი დატოვა #1TVSPORT

„სამტრედია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გია ცეცაძემ „სამტრედია“ დატოვა. კლუბი მადლობას უხდის მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ბოლო ადგილზე მყოფმა „სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე კონკურენტი ქობულეთის „შუქურა“ მიიღო. მოგება მასპინძლებს კონკურენტ „შუქურასთან“ სხვაობის შემცირებისა და ეროვნულ ლიგაში დარჩენის იმედს უნარჩუნებდა, მაგრამ, საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ – 1:1.

30 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 17 ქულა მოიპოვა, ქობულეთის „შუქურას“ (25) 8 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონატს დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ფაქტობრივად, ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაკარგა.

გია ცეცაძე იმედოვნებდა, რომ ამ საფრთხეს გუნდს თავიდან აარიდებდა. საამისოდ, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, მაგრამ საბოლოოდ, ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა და ცეცაძემ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ვინ შეცვლის ცეცაძეს „სამტრედიაში“, ჯერ უცნობია.

დატოვე კომენტარი