„სამტრედია“ თურქეთში მოლდოვურ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT
„სამტრედია“ თურქეთში მოლდოვურ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი მოლდოვური “მილსამის” წინააღმდეგ ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.

14 თებერვალს, მოსამზადებელ ეტაპზე, ამ მოლდოვურ კლუბს „საბურთალომ“ 2:0 მოუგო. ამჯერად კი მეორე ქართული გუნდი მოლდოველებთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.

„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, გვიშიანი, აბულაძე, კამლაძე, ბოჭორიშვილი, ზარიძე, ოლატუნჯი, ჩიტაიშვილი, კირკიტაძე, ლაღაძე, ჩარგეიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კორიფაძე, მირცხულავა, კილასონია, უბილავა, ხაიბულაიევი, ხმალაძე, ინჯგია, ნაჭყებია, რობაქიძე, ჩამბა

„სამტრედია“ შეკრებაზე შემდეგ შეხვედრას 19 თებერვალს ყაზახურ „აკსუსთან“ გამართავს და ამით შეკრებას დაასრულებს, სამშობლოში კი 20 თებერვალს დაბრუნდება.