„სამტრედია“ - მინუს ორი, პლუს ოთხის მოლოდინში
„სამტრედია“ - მინუს ორი, პლუს ოთხის მოლოდინში

„სამტრედიაში“ დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. 19 ივლისს გუნდი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ყაზახურ „ტობოლთან“ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ამ მატჩამდე და შემდეგ „სამტრედიაში“ დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. ევროპის ლიგამდე ცნობილი იყო, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ნახევარმცველმა, დათო კირკიტაძემ დატოვა. ახლა კი გუნდი მცველს, გივი ქარქუზაშვილსაც დაემშვიდობა.

ცხადია, „სამტრედიაში“ ახალწვეულებიც არიან – ქუთაისის „ტორპედოდან“ წამოსული ბექა ტუღუშის გარდა, მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე კიდევ ოთხი მოთამაშის დამატებას აპირებს.