„სამტრედია“ მესამე ადგილზე დაწინაურდა (ვიდეო)
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მე-16 ტურის თამაშები დასრულდა და ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები შეიტანა.
„სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძეზე“ „გაგრა“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1. გოგიტა გოგუამ (7, 36) დუბლი შეასრულა, თითო გოლით თავი გამოიჩინეს „ვიტ ჯრჯიადან“ გადასულმა ზურაბ ღირდალაძემ (5 წუთი) და გიორგი ახალაძემ (50). „გაგრადან“ პრესტიჟის გოლი გიორგი ხარებაშვილის (63) ანგარიშზეა.
ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „გურიამ“ „ზუგდიდი“ ლევან პაპავას (88) მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით აჯობა 1:0. „თელავმა“ გათამაშების ლიდერი თბილისის „მერანი“ მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარი აიღეს გიორგი ერისთავმა (44), დმიტრო პუდმა (57) და ირაკლი რუხაძემ (86).
„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „ცხინვალი“ ფოთის „კოლხეთი 1913“-თან 1:2 დამარცხდა. ლუკა მახარაძის (37) მიერ დაწინაურებულ სტუმრებს მასპინძლებმა ლევან ქურდაძის (40) გოლით უპასუხეს, მაგრამ საფინალოს ასტვენამდე კახა კახაბრიშვილმა (90+3) ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ციხნვალმა“ წააგო. უგოლოდ მხოლოდ მუხიანის სპორტული კომპლექსში გამართული მატჩი დასრულდა, სადაც „შევარდენი 1906“ ქობულეთის „შუქურას“ დაუზავდა 0:0
16 ტურის შემდეგ გათამაშებას 36 ქულით თბილისის „მერანი“ ლიდერობს, „შევარდენი 1906“ (29) მეორეზეა. მას „სამტრედია“ (29) წამოეწია, რომელსაც უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია. აუტსაიდერებს რაც შეეხებათ, ბოლო ადგილზებზე 7-7 ქულით „ზუგდიდი“ და ლანჩხუთის „გურია“ არიან.