„სამტრედია“ ლიგა 2-ში დაქვეითდა, „თელავი“ პლეიაუტში ითამაშებს #1TVSPORT
„სამტრედია“ ლიგა 2-ში დაქვეითდა, „თელავი“ პლეიაუტში ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის აუტსაიდერთა დაპირისპირებაში „სამტრედია“ „თელავთან“ გასვლით შეხვედრაში 2:5 დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.

„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრამდე „სამტრედიას“ თეორიული შანსი ჰქონდა, რომ მოგების შემთხვევაში, პლეიაუტის ზონაში მაინც მოხვედრილიყო, მაგრამ ლადო კაკაშვილის გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია.

თუმცა, მე-13 წუთზე ერიკ ბარიოსის გოლით სწორედ „სამტერდია“ დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლებმა ხუთი გოლი გაიტანეს. „თელავიდან“ დუბლით თავი გამოიჩინა დეიან გეორგიევიჩმა (62, 90+7), თითო-თითო გოლი თორნიკე მორჩილაძის (27), თემურ გოგნაძისა (43) და ფირუზ მარაქველიძის (52) ანგარიშზეა, „სამტრედიიდან“ მეორე გოლი ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა.

შედეგად, „სამტრედია“ 35 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-10 ადგილზე დარჩა და ახალ სეზნს ლიგა 2-ში გაატარებს, ხოლო „თელავმა“ 34 ქულით პლეიაუტში თამაშის უფლება და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მოიპოვა.