"სამტრედია" ლანჩხუთში ითამაშებს
"სამტრედია" ლანჩხუთში ითამაშებს

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-6 ტურის მატჩები 13, 14 და 15 აპრილს გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ შარშანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა ”სამტრედიამ” საშინაო არენა შეცვალა.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ამის გამო, ქალაქის საფეხბურთო გუნდი თბილისში თამაშობდა.

მაგრამ კლუბის ადმინისტრაციამ საშინაო სტადიონი გულშემატკივრების ინტერესის გათვალისწინებით შეცვალა და გუნდი დასავლეთ საქართველოში დააბრუნა. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ”სამტრედია” უახლოეს საშინაო მატჩს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში “სამტრედია” გორის “დილას” კვირას, 15 აპრილს უმასპინძლებს.