„სამტრედია“ ელიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის - „სპაერი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
„სამტრედია“ ელიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის - „სპაერი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 27-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა, ხოლო აუტსაიდერები კიდევ უფრო გამოიკვეთნენ.

ტური 27


სპაერი – ვიტ ჯორჯია 4:0


სპაერმა“ საკუთარ სტადიონზე გამართული შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო. გოლები რატი ცაცკრიალაშვილმა (44), ლევან პაპავამ (66), თემურ ცალუღელაშვილმა (74) და ცოტნე სამუშიამ (83) გაიტანეს. ამ წაგებით „ვიტ ჯორჯიასთვის“ გავარდნის საფრთხე უფრო რეალური გახდა, ხოლო „სპაერი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა.


სამტრედია – გარეჯი 2:0


„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ დამაჯერებლად დაამარცხა. ანგარიში ირაკლი კამლაძემ 48-ე წუთზე გახსნა, ხოლო ათ წუთში გიორგი კორიფაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სამტრედიამ“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.