„სამტრედია“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება - გუნდში რამდენიმე ახალწვეულია #1TVSPORT
„სამტრედია“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება - გუნდში რამდენიმე ახალწვეულია #1TVSPORT

„სამტრედია“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადების ბოლო ეტაპს გამართავს.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი თურქეთში 2-კვირიან შეკრებას გაივლის და 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მეტოქეების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.

თურქეთში გამგზავრებამდე „სამტრედიამ“ დაიმატა „ლოკომოტივის“ 21 წლის მეკარე რეზო ლომიძე, „დინამო თბილისის“ 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გვიშიანი, ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი მათე აბულაძე და თავდამსხმელი ვანო ჩარგეიშვილი, „ვიტ ჯორჯიას“ მცველი ზვიად ნაჭყებია და ნახევარმცველი ირაკლი ზარიძე.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: იაროსლავ ბურიჩენკოვი, რეზო ლომიძე;

მცველები: გიორგი კორიფაძე, ბაქარ მირცხულავა, ვარლამ კილასონია, ზვიად ნაჭყებია, დავით უბილავა, მათე აბულაძე, ირაკლი კამლაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი;

ნახევარმცველები: შალვა ექვთიმიშვილი, ლევან ხმალაძე, აბდულ ხაიბულიაევი, ირაკლი ზარიძე, გივი იოსელიანი, ბაქარ ლაღაძე, დავით კირკიტაძე, ანზორ თევზაძე, ლუკა რობაქიძე;

თავდამსხმელები: ვანო ჩარგეიშვილი, რევაზ ინჯგია, გიორგი გვიშიანი, კირილ ჩამბა.