„სამტრედია“ 16 მოთამაშეს შეელია - გუნდი თურქეთში მოემზადება #1TVSPORT
„სამტრედია“ 16 მოთამაშეს შეელია და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონისთვის მზადებას სრულიად განახლებული შემადგენლობით იწყებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება განახლებულ შემადგენლობას, ახალი სეზონისთვის „სამტრედიამ“ 47 წლის სპეციალისტის, მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით, შეკრება 23 იანვრიდან თბილისში დაიწყო და ინტენსიურად ემზადება.
15 თებერვლიდან კი ფეხბურთელები ორკვირიან შეკრებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაივლიან, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩატარდება.
გუნდის ახალწვეულების ვინაობა და დაგეგმილი ამხანაგური მატჩების დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ „სამტრედია“ მიხეილ აშვეთიამ ჩაიბარა, რომელმაც „დინამო თბილისში“ გადასული ლადო კაკაშვილი შეცვალა.
