სამთო თხილამურები | ზამთრის ოლიმპიადაზე ნინო წიკლაური დღეს სლალომში გამოვა #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სლალომში ნინო წიკლაური იასპარეზებს. პირველი დაშვება 13:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეჯიბრებაში 95 მოთხილამურე მონაწილეობს, ნინო წიკლაური 79-ე რიგითი ნომრით გამოვა.
ქართველი სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში გამოვიდა. წიკლაური პირველი დაშვებისას 55-ე იყო (1:12.39 წუთი), მეორე დაშვებისას 49-ე შედეგი დააფიქსირა (1:19.40) და ორი დაშვების ჯამში (2:31.79) ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.
ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მეხუთედ მონაწილეობს.