სამთო თხილამურები | ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე სლალომში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ლუკა ბუჩუკურმა.
შეჯიბრება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, რის გამოც ბევრმა მონაწილემ და, მათ შორის, ბუჩუკურმაც, პირველი დაშვება ვერ დაასრულა და ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში იასპარეზა და გამოსვლა 56-ე ადგილიზე დაასრულა.