სამთო თხილამურები | გიგანტურ სლალომში ლუკა ბუჩუკურმა გამოსვლა 56-ე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, გიგანტურ სლალომში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ბუჩუკურმა იასპარეზა.

პირველი დააშვებისას ქართველი სპორტსმენის დრო 1:28.21 იყო, მეორე დაშვებისას კი – 1:20.57 (ორი გამოსვლის ჯამში 2:48.78) და მან ოლიმპიადაზე გამოსვლა 56-ე ადგილზე დაასრულა.

გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი ბრზილიელი ლუკას პინეირუ ბრაატენი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი შვეიცარიელებმა – მარკო ოდერმატმა და ლიოკ მელარმა მოიპოვეს.

15 თებერვალს გიგანტურ სლოლომში კიდევ ერთი ქართველი – ნინო წიკლაური გამოვა.