სამთო თხილამურები | დღეს ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში ლუკა ბუჩუკური გამოვა - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს გიგანტურ სლალომში საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ბუჩუკური გამოვა. შეჯიბრება თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპოტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 81 მოთხილამურე მიიღებს.
ბუჩუკურისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშებია, იგი ორჯერ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საუკეთესო შედეგი 2023 წელს დააფიქსირა – 46-ე ადგილი.
ბუჩუკური პირველ დაშვებას 69-ე ნომრად შეასრულებს.