„სამტერდიას“ ორი ახალწვეული ჰყავს
„სამტერდიას“ ორი ახალწვეული ჰყავს

„სამტრედიამ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა, რომლის მიზანიც გუნდის შეტევების გაძლიერებაა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.

კახა კაჭარავა სგუნდს ამიერიდან სენეგალელი შემტევი არფან დაფე დაეხმარება. დაფეს ტრანსფერი თბილისის „დინამოს“ საკუთრებაა და იმერულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა. ის „სამტრედიაში“ სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ადრე დაფე ფოთის „კოლხეთში“, ირანულ „პაიკანსა“ დაქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა. ტრავმის გამო „დინამოში“ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

გუნდის მეორე ახალწვეული ლევან გრძელიძეა. 19 წლის შემტევი „ლოკომოტივის“ აღზრდილია, ბოლოს კი ესპანურ „სარაგოსაში“ გამოდიოდა. წელს „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და გუნდის შეცვლა ამიტომ გადაწყვიტა.