სამსაჯო-საექსპერტო კომიტეტმა დავითაშვილის წინააღმდეგ უხეშობის შესახებ იმსჯელა
სამსაჯო-საექსპერტო კომიტეტმა დავითაშვილის წინააღმდეგ უხეშობის შესახებ იმსჯელა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო-საექსპერტო კომიტეტმა განიხილა ვოლგოგრადის „როტორის” წერილი – გუნდი მოსკოვში „ლოკომოტივთან“ გამართულ რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში მთავარი არბიტრის ქმედების შესწავლას ითხოვდა.

როტორის“ ოთხი პრეტენზიიდან სამი ქართველ ფეხბურთელებს ეხებოდათ და ამ კუთხით იყო საინტერესო. სამსაჯო-საექსპერტო კომიტეტის წევრებმა ოთხი პრეტენზიიდან სამი განიხილეს და ორი დააკმაყოფილეს, რომელიც ზუკა დავითაშვილის წინააღმდეგ „ლოკომოტივის“ მოთამაშეთა დაუფიქსირებელ უხეშობას ეხებოდა.

ექსპერტებმა აღიარეს, რომ როსტოველმა მთავარმა მსაჯმა სერგეი ივანოვმა შეცდომით არ უჩვენა ყვითელი ბარათები „ლოკომოტივის“ მოთამაშეებს – დიმიტრი ჟივოგლიადოვს 23-ე წუთზე, რომელმაც ზურიკო დავითაშვილს იდაყვი მოარტყა და ცხვირი გაუტეხა. ასევე მურილოს 67-ე წუთზე, როდესაც მოსკოველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა „ლოკომოტივის“ კართან დავითაშვილის გარღვევა შეაჩერა.

პირველ ეპიზოდში კომიტეტის შვიდი წევრიდან ხუთმა აღიარა მსაჯის შეცდომა, მეორე ეპიზოდში – ოთხმა. მაგრამ 81-ე წუთზე „როტორის“ კარში დანიშნული პენალტი სამართლიანად ჩათვალეს. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, მთავარმა მსაჯმა გადაწყვიტა, საჯარიმოში საბა კვირკველიას ხელით თამაშითვისროტორის“ კარში პენალტი დაენიშნა. ვოლგოგრადელთა აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მსაჯმა არ გაითვალისწინა, რომ კვირკველიას თავდაპირველად ბურთი მხარზე მოხვდა და ხელზე მხოლოდ ამის შემდეგ დაეცა. ანუ არ ჰქონდა არანაირი შანსი, ხელთან ბურთის შეხება აეცილებინა.