„სამპდორიაში“ კორონავირუსით უკვე შვიდი ფეხბურთელია ავად
„სამპდორიაში“ კორონავირუსით უკვე შვიდი ფეხბურთელია ავად

გენუის „სამპდორიაში“ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ამჯერად, ახალ ვირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს ფაბიო დეპაოლიმ და ბარტოშ ბერეშინსკიმ.

ასე რომ, ახლა „სამპდორიაში“ ჯამში შვიდი დაინფიცირებული ფეხბურთელია. დეპაოლისა და ბერეშინსკის გარდა, ესენი არიან – მანოლო გაბიადინი, ალბინ ეკდალი, ომარ კოლი, ანტონინო ლა გუმინე და მორტენ ტორსბი.

„სამპდორია“ სერია A-ს გუნდებს შორის ლიდერია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით. მეორე ადგილზეა „ფიორენტინა“ ინფიცირების სამი შემთხვევით.