„სამპდორიას“ პრეზიდენტი - ამ სეზონის გაგრძელება არ შეიძლება
„სამპდორიას“ პრეზიდენტი - ამ სეზონის გაგრძელება არ შეიძლება

გენუის „სამპდორიას“ პრეზიდენტს მასიმო ფერეროს მიაჩნია, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულება ვეღარ მოხერხდება და უკვე უნდა დაიწყონ მომავალ სეზონზე ფიქრი.

„სეზონი უნდა დასრულდეს. გუნდები, რომლებიც ლიდერობენ სერია B-ში, უნდა გადაიყვანონ სერია A-ში. „ბენევენტოს“ 69 ქულა აქვს და არასამართლიანი იქნება მისი მეორე დივიზიონში დატოვება. რაც შეეხება ჩემპიონის ტიტულს, ის გაუთამაშებელი უნდა დარჩეს. „ლაციოს“ პრეზიდენტი ლოტიტო მომკლავს, მაგრამ ასეთია ცხოვრება. სეზონის გაგრძელება არ შეიძლება. ვთქვათ, ჩვენ გამოვედით კარანტინიდან და მივეცით გუნდებს მომზადებისთვის დრო 4 აპრილიდან 4 მაისამდე. შემდეგ მოგვიწევს 12 ტურის თამაში. გამოდის, რომ აგვისტომდე ჩემპიონატს ვერ დავამთავრებთ. რა უნდა ვუყოთ მომდევნო სეზონს? მოდით, უკვე მომავალ სეზონზე დავიწყოთ ფიქრი“, – მოჰყავს ფერერო სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.

იტალიის ჩემპიონატში ნათამაშებია 26 ტური. 63 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს.