„სამპდორიას“ კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ფეხბურთელი განიკურნა

20:35, 14.04.2020

„სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტებს სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მის გუნდში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.

„ჩვენი ყველა მოთამაშე განიკურნა, – ციტირებს რანიერის სიტყვებს Football Italia. – გვქონდა საშუალება, რომ პერიოდულად მათთან კონტაქტი მოგვეხერხებინა და ძალიან სევდიანი იყო, რომ ჩვენს კორონავირუსით ინფიცირებულები გვყავდა“.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19 „სამპდორიას“ შვიდ მოთამაშეს დაუდასტურდა, თუმცა პრესაში იწერებოდა, რომ  კორონავირუსით კლუბის უფრო მეტი ფეხბურთელი იყო ინფიცირებული.

მსგავსი