სამპდორიას ფეხბურთელი პოლიციას გაურბოდა და სხვა მანქანას დაეჯახა
სამპდორიას ფეხბურთელი პოლიციას გაურბოდა და სხვა მანქანას დაეჯახა

სერიოზულ სკანდალში გაეხვა გენუის სამპდორიას ფორვარდი გრეგუარ დეფრელი: მან საკუთარი მერსედესით პოლიციისგან მიმალვა სცადა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

თავად ფრანგი ფეხბურთელი არ დაზარალებულა, მაგრამ მის სისხლში აღმოჩნდა ალკოჰოლის შემცველობის მაღალი პროცენტი, რის შემდეგაც მართვის მოწმობა ჩამოერთვა. ავტოავარიის შედეგად კიდევ რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

ახლა, სამპდორია მიღებულ ზარალს აფასებს და მოგვიანებით გადაწყვეტს, როგორ დააჯარიმოს თავისი ფეხბურთელი.

დეფრელი რომას საკუთრებაა, გენუელთა რიგებში კი იჯარის წესით თამაშობს.