იტალიის სერია B-ს 34-ე ტურიდან გადატანილ შეხვედრაში გენუის „სამპდორიამ“ 0:0 ითამაშა „იუვე სტაბიასთან“ და ისტორიაში პირველად გავარდა სერია C-ში.
საბოლოოდ, „სამპდორიამ“ 41 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა და პირდაპირ გავარდა სერია C-ში. მისი ბედი ასევე გაიზიარეს „ჩიტადელამ“ და „კოზენცამ“.
„სამპდორია“ 1991 წელს იტალიის ჩემპიონი იყო, ოთხჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ – სუპერთასი. 1989-90 წლების სეზონში გენუელებმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს, 2007 წელს კი ინტერტოტოს თასზე გაიმარჯვეს.