სამოაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სამოაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამოაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვირუსი ახალი ზელანდიიდან დაბრუნებულ მეზღვაურს დაუფიქსირდა, რომელიც ქვეყანაში შესვლის შემდეგ, იზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, 17 მეზღვაური, პანდემიის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა პორტში მრავალთვიანი დაყოვნების შემდეგ ქვეყანაში პარასკევს დაბრუნდა. მათთან ერთად, კიდევ 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა კონტაქტების დადგენაც ამჟამად მიმდინარეობს.

ოკეანეთის ქვეყნები პანდემიის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ კუნძულებად რჩება. ზოგიერთ მათგანზე ვირუსის გავრცელება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.