სამხრეთამერიკულ გუნდებს მოგება არ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე, აზიურ ნაკრებებს არ წაუგიათ, ევროპულმა გუნდებმა 10-დან მხოლოდ სამი მატჩი მოიგეს #1TVSPORT

11:08, 16.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის შემდეგ სამხრეთამერიკულ ნაკრებებს ჯერ მოგება არ აქვთ ჯგუფურ ეტაპზე.

ტურნირში კონმებოლის ექვსი გუნდიდან ოთხი ჩაება. ურუგვაიმ და ბრაზილიამ ერთნაირი ანგარიშით – 1:1 ითამაშეს საუდის არაბეთთან და მაროკოსთან. გარდა ამისა, პარაგვაიმ და ეკვადორმა წააგეს აშშ-სა (1:4) და კოტ დ’ივუართან (0:1).

ამასობაში, აზიურ გუნდებს ჯერ თამაში არ აქვთ წაგებული: საუდის არაბეთმა 1:1 ითამაშა ურუგვაისთან, სამხრეთ კორეამ დაამარცხა ჩეხეთი (2:1), კატარმა ფრედ (1:1) დაასრულა შეხვედრა შვეიცარიასთან, იაპონიამ – ნიდერლანდებთან (2:2), ავსტრალიამ მოუგო თურქეთს (2:0).

ჯერჯერობით ცუდად გამოდიან ევროპული გუნდები. 10 მატჩიდან უეფას წარმომადგენლებმა მხოლოდ სამი მოიგეს:. გამარჯვებები აქვთ გერმანიას (7:1 კურასაოსთან), შვედეთს (5:1 ტუნისთან) და შოტლანდიას (1:0 ჰაიტისთან).

ფრედ ითამაშეს ბოსნიამ (1:1 კანადასთან), შვეიცარიამ (1:1 კატართან), ნიდერლანდებმა (2:2 იაპონიასთან), ესპანეთმა (0:0 კაბო ვერდესთან) და ბელგიამ (1:1 ეგვიპტესთან).

წააგეს პირველი ტურის მატჩები თურქეთმა (0:2 ავსტრალიასთან) და ჩეხეთმა (1:2 სამხრეთ კორეასთან).

მსგავსი