სამხრეთ კორეის ნაკრების ნახევარმცველი - კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა, მასთან ერთად ევროსარბიელზე „რუბინი“ ყველას მოუგებს #1TVSPORT
სამხრეთ კორეის ნაკრების ნახევარმცველი - კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა, მასთან ერთად ევროსარბიელზე „რუბინი“ ყველას მოუგებს #1TVSPORT

სამხრეთ კორეის ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ჰვანგ ინ ბომმა კარიერის პირველ ევროპულ შეჯიბრში მონაწილეობაზე საკუთარ მოლოდინებზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელია ახსენა.

„ჩემთვის დიდი ემოციაა, ევროპულ შეჯიბრებებში რომ ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ კვარაცხელიასთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე გავალთ. ამ საოცარ მოთამაშესთან არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება. მასთან ერთად ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”, – განაცხადა ინგ ბომმა „რუბინის“ საკლუბო „ინსტაგრამის“ გვერდზე ჩართვისას.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი ავლენს, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესლიგის მიონხენგლადბახის „ბორუსია“, რომელიც მზადაა ქართველი ფეხბურთელისთვის 15-დან 20 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.

„რუბინი“ კონფერენს ლიგის გათამაშებაში მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება – ლეონიდ სლუცკის გუნდი ლიეტუვასსუდუვას“ და პოლონეთის „რაკუვის“ წყვილის გამარჯვებულს ეთამაშება.