სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

07:52, 02.03.2020

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში 4 212 ადამიანი ინფიცირებული. ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ახალი შემთხვევების უმეტესობა, 377 სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეგუში ფიქსირდება, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. 68 შემთხვევა კი ახლოს მდებარე პროვინცია გიონგანგში ფიქსირდება.

ქვეყანაში ვირუსით 22 ადამიანია გარდაცვლილი.

მსგავსი