სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სამხრეთ კორეაში ირწმუნებიან, რომ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც ქვეყნის გაერთიანების მინისტრი, კიმ ენ-ჩხოლი აცხადებს, სეულის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, დარწმუნებით შეუძლია, განაცხადოს, რომ ჩრდილოეთ კორეაში არანაირ უჩვეულო ვითარებას არ აქვს ადგილი.

ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე, „მზის დღეზე“ არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებას არ დაესწრო.