სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 50 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 40 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, ხოლო 10 იმპორტირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.