სამხრეთ კორეამ რუსეთის ორ მოქალაქესა და ორ კომპანიას ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამებში სავარაუდო მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა
სამხრეთ კორეამ რუსეთის ორ მოქალაქესა და ორ კომპანიას ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამებში სავარაუდო მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა

სამხრეთ კორეამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამებში მათი სავარაუდო მონაწილეობის გამო, – როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სეულის საგარეო სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, სამხრეთ კორეამ სანქციები ორ ფიზიკურ პირსა და ორ სუბიექტს ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამებში მათი სავარაუდო მონაწილეობის გამო დაუწესა.

„სანქციები შეეხო ჩოი ჩონ გონს, სამხრეთ კორეის ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ორ კომპანიას ჩოის მფლობელობაში და ჩრდილოეთ კორეელ მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერდა ჩოის“, – განაცხადეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ჩოის ბრალად ედება ჩრდილოეთ კორეის არალეგალურ ფინანსურ საქმიანობაში დახმარება და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების დარღვევა რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა მთავრობამ დააწესა ცალმხრივი სანქციები კორეული წარმოშობის ინდივიდის მიმართ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.