სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:59, 10.07.2020

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდის შესახებ განაცხადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 13 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აფრიკის კონტინენტის ყველაზე განვითარებული ქვეყანა გლობალური ეპიდემიის „ცხელი წერტილია“. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის 238 339 შემთხვევაა დადასტურებული. გაუტენგის პროვინციაში, რომელიც ​იოჰანსბურგსა და დედაქალაქ პრეტორიას მოიცავს, შემთხვევათა საერთო რაოდენობის მესამედზე მეტი გამოვლინდა.

მსგავსი