სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რაოდენობა უკვე 200 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის 8 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯონს ჰოპკინის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ს 3310 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის 160 000 შემთხვევა გამოვლინდა.