სამირ ნასრი „ანდერლეხტის“ ფეხბურთელი გახდა
სამირ ნასრი „ანდერლეხტის“ ფეხბურთელი გახდა

ცნობილი ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი კარიერას ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა ბელგიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნასრი 2019 წლის იანვრიდან თამაშობდა „ვესტ ჰემში“. ფრანგმა ლონდონელთა რიგებში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა. „ვესტ ჰემმა“ გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა კონტრაქტი ნახევარმცველთან და ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

ნასრის „ანდერლეხტში“ გადასვლის ინიციატორი იყო ბელგიის ნაკრების ყოფილი მცველი ვენსან კომპანი, რომელიც ამ ზაფხულს ბრიუსელურ კლუბში დაბრუნდა. ნასრი და კომპანი ექვსი წელი ერთად თამაშობდნენ „მანჩესტერ სიტიში“.