სამი წითელი და ორი გაფუჭებული პენალტი - მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ოსასუნა“ დაამარცხა #1TVSPORT
სამი წითელი და ორი გაფუჭებული პენალტი - მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ოსასუნა“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრა „ვალენსიაში“, რომელმაც გასვლაზე „ოსასუნასთან“ 2:1 მოიგო.

ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია. „ვალენსიამ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, 28-ე წუთზე ედინსონ კავანიმ საჯარიმოში კარგად ითამაშა და – 0:1.

სტუმრებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს. 54-ე წუთზე „ოსასუნას“ მეორედ მუკტარ დიახაბმა გაუტანა – 0:2. მაგრამ მასპინძლებს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება სამ წუთში შეეძლოთ, როდესაც პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. მაგრამ ჩიმი ავილას დარტყმული კარს ასცდა.

მალე პენალტი „ოსასუნას“ კარში დაინიშნა და მასპინძლებს უნაი გარსია გაუგდეს. თერთმეტმეტრიანის შესრულება თავის თავზე ედინსონ კავანიმ აიღო, მაგრამ ურუგვაელმა ვარსკვლავმა ბურთი ხარიხას მოარტყა.

ბოლო წუთზე „ვალენსიაც“ კაცნაკლული დარჩა – მოედნიდან დიახაბიც გააძევეს. ამით „ოსასუნამ“ მალე ისარგებლა და 90+4-ე წუთზე დარკო ბრასანაცმა სხვაობა შეამცირა. ამას მოჰყვა მასპინძლების მეორე მოთამაშის გაძევება – რუბენ პენიამ წითელი ბარათი უხეშობისთვის მიიღო.

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ გასვლაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1 და 8 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-5 ადგილზე აინაცვლა.