სამი თვე სეტის მოუგებლად – ბასილაშვილი კვლავ დამარცხდა

17:41, 24.10.2020

ვენაში სტარტი აიღო Erste Bank Open-ის ტურნირმა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო რაუნდის პირველივე წრეში დაასრულა.

მსოფლიო რეიტინგის 34-ე ადგილოსანი ქართველი ჩოგბურთელი სიის ასეულს მიღმა მყოფ სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან ორ სეტში ანგარიშით 6:7 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო შეწყვეტილი საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ბასილაშვილს უკვე 11-მატჩიანი წაგებათა სერია დაუგროვდა, თან ისე, რომ მან ერთი სეტის მოგებაც ვერ მოახერხა. იმედია, ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ თამაშს მალე იპოვის და გულშემატკივარს კვლავ გაახარებს.

მსგავსი