სამი ტურის შემდეგ ბელა ხოტენაშვილი დაწინაურდა
სამი ტურის შემდეგ ბელა ხოტენაშვილი დაწინაურდა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის.

მესამე ტურში ბელა ხოტენაშვილმა შავი ფერის ფიგურებით ელენე წოწონავა დაამარცხა და 2,5 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

მესამე ტურის პარტიებიდან ყაიმი მხოლოდ მერი არაბიძისა და ლელა ჯავახიშვილის შეხვედრაში დაფიქსირდა.

III ტურის შედეგები

ელენე წოწონავა 0:1 ბელა ხოტენაშვილი
სოფიო გვეტაძე 1:0 ალექსანდრა ვახანია
სოფიკო ხუხაშვილი 1:0 ნინო ხომერიკი
ნინო ბაციაშვილი 0:1 სალომე მელია
ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5 მერი არაბიძე

სატურნირო ცხრილი

1. ბელა ხოტენაშვილი – 2.5
2-5. სოფიო გვეტაძე, სალომე მელია, მერი არაბიძე, ნინო ხომერიკი – 2.0
6. ნინო ბაციაშვილი – 1.5
7-9. ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ალექსანდრა ვახანია – 1:0
10. ელენე წოწონავა – 0

IV ტურის შეხვედრები

ბელა ხოტენაშვილი-მერი არაბიძე.
სალომე მელია-ლელა ჯავახიშვილი.
ნინო ხომერიკი-ნინო ბაციაშვილი.
ალექსანდრა ვახანია-სოფიკო ხუხაშვილი.
ელენე წოწონავა-სოფიო გვეტაძე.