სამი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში
სამი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა და მათ შორის სამი ქართველი მოხვდა – ორი მოთამაშე და მწვრთნელი.

ცენტრალური ნახევარმცველიჯაბა კანკავა („ტობოლი“)

„მოედნის ცენტრში კოსტანაელებმა ჩემპიონს აჯობა და იქ მათი მთავარი გმირი ჯაბა იყო, რომელმაც უამრავი სასარგებლო სამუშაო შეასრულა“.

ფორვარდი – გუჯა ლობჟანიძე („კაისარი“)

„გოლი + პასი“ სისტემით 2 ქულა (1+1) დააგროვა, მთელი მატჩის განმავლობაში „ჟეტისუს“ დაცვას ატერორებდა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მოგებაში“.

მწვრთნელი – კახა ცხადაძე („ორდაბასი“)

„შიმკენტისორდაბასის“ ფეხბურთელებს ზედიზედ ექვსი მატჩი არ წაუგიათ, ამ სერიაში ოთხი შეხვედრა მოიგეს. ცხადაძე ჟურნალისტებს ადანაშაულებს, რომ მისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი „გათვალეს“,  მაგრამ შეუძლებელია, „ორდაბასის“ წარმატებებში ამ სპეციალისტის ღვაწლიარ ვაღიაროთ“, – წერს ყაზახური გამოცემა.